четверг, 2 апреля 2015 г.

პროექტის გეგმა

სასწავლო პროექტი : “ჰარმონიული მოგზაურობა სამყაროში


სასწავლო თემის ავტორი


სახელი და გვარი
მაია  გელაშვილი, ნანა ბუჯიაშვილი, მაკა კუპრეიშვილი, ცისმარ გეწაძე.


რაიონი
ძველი თბილისი


სკოლა
29 საჯარო სკოლა


ქალაქი
ქალაქი თბილისი


თემის  მონახაზი


თემის  დასახელება


ჰარმონიული მოგზაურობა სამყაროში



თემის შინაარსი


მოსწავლეები ინტეგრირებულ(მათემატიკა, ისტორია, ქართული, ისტორია) გაკვეთილზე გაიგებენ, თუ რას  ნიშნავს ოქროს კვეთა და გაიხსენებენ სიმეტრიის სახეებს. გაარკვევენ , რა და ვინ დაუდო საფუძველი ამ საკითხს და როგორ განვითარდა, ჯგუფებად განაწილდებიან, ყველა საგნის პედაგოგს ეყოლება  თავისი ფოკუს ჯგუფი და მიზანმიმართულად იმუშავებს საგანთან დაკავშირებულ საკითხზე.მოამზადებენ სლაიდ-შოუსა და ვიდეო რგოლებს . წარმოადგენენ პროექტის პრეზენტაციას დანარჩენი ჯგუფებისა და მოწვეული სტუმრების თანდასწრებით.


საგანი


მათემატიკა,ქართული ენა და ლიტერატურა, ისტორია, ბიოლოგია.


დონე/კლასი  


X1 კლასი.


განხორციელების დროის ჩარჩო


1 თვე


თემის საფუძვლები


შინაარსობრივი სტანდარტები და ინდიკატორები


ქართ. X. 3. აუდიტორიის წინაშე მოხსენებით გამო-სვლისას მოსწავლეს შეუძ-ლია ზეპირი კომუნიკაციის ეფექტიანობის გასაძლიერე-ბელი ხერხების გამოყენება.

ქართ. X. 4. მოსწავლეს შეუძლია თანაკლასელთა ზეპირი მოხსენებების გაანალიზება და შეფასება.

ქართ. X. 6. მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა სახის ტექსტების გაანალიზება მათი ორგანიზების თვალსაზრისით.
ქართ. X. 13. მოსწავლეს შეუძლია სასწავლო რეფერატის დაწერა ერთი ან რამდენიმე წყაროს მიხედვით.ობიექტთა შორის მანძილების მოძებნა.

მათ.X3. მოსწავლეს შეუძლია ნამდვილ რიცხვებზე მოქმედებების შესრულება და მოქმედებების შედეგის შეფასება.
მათ. X7. მოსწავლეს შეუძლია განტოლებათა და უტოლობათა სისტემების გამოყენება პრობლემების გადაჭრისას.
მათ. X9. მოსწავლეს შეუძლია გეომეტრიულ ფიგურათა წარმოდგენისა და დებულებათა ფორმულირების ხერხების გამოყენება.
მათ. X11. მოსწავლეს შეუძლია ობიექტთა ზომებისა და
ობიექტთა შორის მანძილების მოძებნა.
მათ. X12. მოსწავლეს შეუძლია სიბრტყეზე გეომეტრიული გარდაქმნების კვლევა  და მათი გამოყენება გეომეტრიული ამოცანების ამოხსნისას.

ბიოლოგია
კვლ.X.1.მოსწავლეს შეუძლია განსაზღვროს კვლევის საგანი და კვლევის ეტაპები.
კვლ.X.2.მოსწავლეს შეუძლია კვლევითი   პროცედურის განხორციელება/ მონაცემების აღრიცხვა.
კვლ.X.3.მოსწავლეს შეუძლია მონაცემთა წარმოდგენა სხვადასხვა საკომუნიკაციო  საშუალების გამოყენებით.
კვლ.X.4.მოსწავლეს შეუძლია  მონაცემთა ანალიზი და შეფასება.
ისტ.X.7. მოსწავლეს შეუძლია  ისტორიულ კვლევ დაგეგმა და ატარებ.


ისტ.X.8. მოსწავლეს შეუძლია   ისტორიულ თემ დაწერა.



მოსწავლეების ამოცანები/სწავლის შედეგები


      იდეებისა და აზრის ნათლად და ეფექტურად გამოხატვა წერილობითი თუ სიტყვიერი ფორმით;
      სხვადასხვა ჯგუფთან ეფექტური მუშაობის უნარის დემონსტრირება;
      საერთო მიზნების მისაღწევად საჭირო კომპრომისისთვის მზადყოფნისა და მოქნილობის დემონსტრირება;
      პასუხისმგებლობების გაზიარება მუშაობის პროცესში.
      ინფორმაციის ეფექტურად და ეფექტიანად მოპოვება, კრიტიკული და კომპეტენტური შეფასება, ინფორმაციის ზუსტად და შემოქმედებითად გამოყენება მოცემულ საკითხთან თუ პრობლემასთან დაკავშირებით;
      ტექნოლოგიის გამოყენება, როგორც ინფორმაციის კვლევის, ორგანიზების, შეფასებისა და კომუნიკაციის საშუალების. ინფორმაციის ხელმისაწვდომობისა და გამოყენების ეთიკური/იურიდიული საკითხების საფუძვლიანი ცოდნა.
      ადეკვატურად და პროდუქტიულად თანამშრომლობა;
      მოსაზრებებისა და გადაწყვეტილებების საჭიროებისამებრ დაბალანსება სხვადასხვა ჯგუფთან ერთობლივი მუშაობისას;
      კულტურული განსხვავებების გათვალისწინება და სხვადასხვა პერსპექტივის გამოყენება შემოქმედებითობისა და მუშაობის ხარისხის ამაღლების მიზნით.
      ერთიანობისა და ეთიკური ქცევის დემონსტრირება;
      მოსწავლეები განავითარებენ კვლევის, თანამშრომლობისა,კრეატიული აზროვნებისა და შეფასების უნარებს.
      ინაწილებენ თემებს, გეგმავენ აქტივობებს, ინაწილებენ პასუხისმგებლობას, სხვადასხვა საგნის ინტეგრირების საშუალებით იკვლევენ და წარმოადგენენ პრეზენტაციის სახით. აფასებენ ერთმანეთის ნამუშევრებს და ახდენენ თვითშეფასებას.


მიმართულების მიმცემი საკვანძო შეკითხვები


ზოგადი კითხვა
რა გავლენაა  იქონია ოქროსკვეთამ და  სიმეტრიამ სამყაროზე?


თემატური კითხვები
როგორ წარმოიდგენდით სიმეტრიისა და ოქროს კვეთის გარეშე  ქვეყანას?


შინაარსობრივი კითხვები
რაში გამოვლინდა  ოქროს კვეთა და სიმეტრია მათემატიკასი,ისტორიაში, ბიოლოგიასა და ქართულში

შეფასების გეგმა
შეფასების დროის ჩარჩო
პროექტზე მუშაობის დაწყებამდე
მოსწავლეები მუშაობენ პროექტებზე და ასრულებენ დავალებებს
პროექტზე მუშაობის დასრულების შემდეგ










გონებრივი იერიში;
ონლაინ გამოკითხვა:
ჯგუფური განხილვის რუბრიკა;
ინფორმაციული ბუკლეტის შექმნა;
კვლევის ჩანაწერები;
პრეზენტაციის  შეფასება;

თანატოლთა უკუკავშირი;
თვითშეფასების სქემა.
ყველასათვის ხელმისაწვდომი ონლაინ რესურსი(ვიდეო, სლაიდი);
ბლოგის შექმნა.
პრეზენტაციის რუბრიკა

ჯგუფური მუშაობის რუბრიკა.
თანამSრომლობითი რუბრიკა.

სხვა საკითხები
საბაზისო უნარ-ჩვევები
·         კვლევის საბაზისო უნარ-ჩვევები
·         ინტერნეტში მუშაობის უნარ-ჩვევები
·         ბლოგის შექმნის უნარ-ჩვევები
·         თანამშრომლობისა და ჯგუფური მუშაობი უნარ - ჩვევები
·         ეფექტური პრეზენტაციების მომზადების უნარი;
სასწავლო პროცედურები: 
დიდი ხანია ვფიქრობდი, რომ მომეძებნა ისეთი თემა ,რომელიც გააერთიანებდა რამდენიმე საგანს და საშუალებას მომცემდა,რომ  ინტეგრირებული პროექტი განგვერხორციელებინა.ეს აზრი გავუზიარე მათემატიკის პედაგოგს,ნანა ბუჯიაშვილს, რამდენიმე ხნის შემდეგ ,მან შემომთავაზა თემა „ოქროს კვეთა“.დავიწყეთ ამ თემის  დამუშავება, მივხვდით, რომ შეძლებოდა კიდევ რამდენიმე საგნის ინტეგრაცია. კონკრეტულად, ისტორიისა და ბიოლოგიის. ასე  დავიწყეთ პროექტზე მუშაობა.
  • შევადგინეთ სამუშაო გეგმა;
  • გადავინაწილეთ  ფუნქციები;
  • დავწერეთ გაკვეთილისა და პროექტის გეგმები;
  • განვსაზღვრეთ მიზნები და ამოცანები;
  • დავადგინეთ ვადები.(ერთი  თვე)
  • ჩავატარეთ ინტეგრირებული გაკვეთილი და მივეცით მაგალით, თუ როგორ უნდა ემუშავათ ბავშვებს.
პირველი კვირა- ჩავატრეთ ინტეგრირებული გაკვეთილი. მათემატიკის პედაგოგმა გამოიყენა მეთოდი გონებრივი იერიში დადასვა კითხვა : როგორ ფიქრობთ ,რას ნისნავს სიტყვები ოქროს კვეთა?. იყო მრავალფეროვანი  პასუხი. შემდეგ კი აუხსნა  მოსწავლეებს თუ სინამდვილეში  რას ნიშნავდა ოქროს კვეთა, განიხილა მონაკვეთის გაყოფა ოქროს კვეთით, შემოიტანა აღნიშვნები და გამოვკვეთა პროპორცია. შემდეგ დაფასთან  გამოიყვანა მოსწავლე, რომელმაც იპოვა პროპორციის უცნობი წევრი-ოქროს რიცხვი, გამოკვეთა  ფორმულა. შემდეგ ჩაერთო გაკვეთილში ქართულის პედაგოგი, მან  მოსწავლის დახმარებით ,   დაანახა ყველას , თუ როგორ დაიყოფა მარცვლები ლექსში ოქროს კვეთის  მიხედვით. შემდეგი იყო ბიოლოგიის პედაგოგი, რომელმაც თვალსაჩინოების გამოყენებით აუხსნა , თუ რა  სახის მაგალითები არსებობს ოქროს კვეთით დაყოფილი. ისტორიის პედაგომა  აჩვენა  მოსწავლეებს , რომ ყველა ნაგებობაში, გასათვალისწინებელია ოქროს კვეთის პრინციპები. პედაგოგებმა გაახსენეს მოსწავლეებს, წინა კლასში ნასწავლი საკითხი - სიმეტრია, მისი საახეები.მოსწავლეებთან ერთად მოიყვანეს სიმეტრიის მაგალითები .გაკვეთილის ბოლოს  გამოყვეს ოთხი ჯგუფი (მათემატიკის, ქართულის, ისტორიისა და ბიოლოგიის) თემატურად გადაანაწილეს  სამუშაო მასალა დამიუთითეს დრო პრეზენტაციის დრო.
მეორე-მესამე  კვირა--ყველა  პედაგოგმართავ სამუშაო შეხვედრებს თავის ჯგუფთან.
 მეოთხე  კვირა -  მოსწავლეებმა მოიძიეს მასალები ინტერნეტსა და წიგნებში. მოამზადებეს სლაიდები PowerPoint და  ვიდეო მასალები (move maker).   მომზადებული პრეზენტაციები წარმოდგინეს სკოლის ადმინისტრაციის, პედაგოგებისა და  11კლასიის მოსწავლეების თანდასწრებით. მოსწავლეებმა შეავსეს თვითშეფასების სქემები. გდავწყვიტეთ ჩვენი მომზადებული მასალა გამოგვეყენებინა და შეგვექმნა ბლოგი, რომ  ჩვენი თანატოლებისთვისა და მომავალი თაობისთვის  თვალსაჩინო ყოფილიყო .


პოექტში მონაწილეობდა მთელი კლასი.მათ შორის ,არაქართულენოვანი მოსწავლეები
სასწავლო თემისთვის საჭირო მასალები


ტექნოლოგიატექნიკა (მონიშნეთ პროექტისათვის  საჭირო ტექნოლოგიური უზრუნველყოფა)

 ფოტოკამერა
 კომპიუტერი (ები)
 ციფრული კამერა
 DVD ფლეიერი
 ინტერნეტკავშირი
 ლაზერული დისკი
 საბეჭდი მანქანა/პრინტერი
 პროექტორი
 სკანერი
 ტელევიზორი
 VCR, ვიდეო
 ვიდეოკამერა
 ვიდეო საკონფერენციო აღჭურვილობა.
 სხვა      
ტექნოლოგია – პროგრამული უზრუნველყოფა (მონიშნეთ პროექტის ფარგლებში გამოყენებული პროგრამა/პროგრამები )
 მონაცემთა ბაზა/ცხრილები
 საგამომცემლო პროგრამები
 ელფოსტის პროგრამა
 ენციკლოპედია კომპაქტდისკზე
 ფოტო/სურათების დამუშავება
 ინტერნეტძიება
 მულტიმედია
 ვებგვერდის შექმნა
 ვორდის პროგრამა
 სხვა      


ინტერნეტ რესურსები




Комментариев нет:

Отправить комментарий